გვაკლია მძიმე იარაღი, უკრაინა ომის კრიტიკულ ფაზას გადის – რეზნიკოვი

“გვაკლია მძიმე იარაღი, უკრაინა ომის კრიტიკულ ფაზას გადის” –  ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მძიმე და სისხლიანი ბრძოლები მიდის და ოკუპანტების მოსაგერიებლად საჭირო იარაღი სჭირდებათ.

  • “ახლა უკრაინა ომის კრიტიკულ ფაზას გადის. აღმოსავლეთში ძალიან სისხლიანი ბრძოლები გვაქვს. მტრის მოსაგერიებლად მძიმე იარაღი გვაკლია. ამიტომ ერთი წუთითაც არ ვჩერდებით”, – წერს რეზნიკოვი.