გვარამიას განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა – Amnesty International

“განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა” – ასე აფასებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, Amnest International-ი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას.  გავრცელებულ განცხადებაში,  აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

“ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში ქმედება მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ. მას ახლა გისოსებს მიღმა წლების გატარება ემუქრება, რადგან მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას განსხვავებული ხმების ჩასახშობად. ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

Amnesty International-ი ღრმად შეშფოთებულია ამ საქმის უკან პოლიტიკური მოტივებით, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას ემსახურება. ორგანიზაცია შეშფოთებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობდა ბრალის წარსადგენად საკმარისი დანაშაული, რაც დაადასტურეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ და საქართველოს სახალხო დამცველმა, რომლებიც აკვირდებოდნენ სასამართლო პროცესს. საქმე ამ საკითხების გადასაჭრელად საჩივრდება.

ნიკა გვარამიას დამნაშავედ ცნობა გამოკვეთს მზარდ შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების დაქვეითებასთან დაკავშირებით და ავლენს ხელისუფლების მზარდ გავლენას სასამართლოებზე რიგ საქმეებზე, რომელთა მიზანი მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების შეკავებას”. – ამბობს Amnesty International-ის დირექტორი მარი სტრუტერსი.