გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება

მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ 2 ნოემბერს, გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ, მთავარი არხი ავრცელებს. 

განაჩენის გამოცხადება 11:00 საათზე ჩაინიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ”მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 16 მაისს ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.