”კითხვარის ერთი ნაწილი უკვე შევსებულია, ჩაბარებულია, მეორე ნაწილი დაანონსდა, რომ ხვალ გადაეცემა. ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ გვაქვს სხვაზე მეტი შანსი იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის აღიქმებოდა ლიდერად რეფორმების მიმართულებით და ამას აღნიშნავდნენ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, ამას აღნიშნავდნენ ჩვენი პარტნიორები ყოველთვის. თქვენ გახსოვთ, წინა პერიოდი, როდესაც NATO-სთან და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე რეფორმებზე იყო ხოლმე საუბარი, საქართველოს ყოველთვის მოიხსენიებდნენ, როგორც ლიდერს რეფორმების შესრულების საქმეში და ბევრი განცხადება მოგვისმენია, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს NATO-სთან და ევროკავშირთან, როგორც დღეს.”

განაცხადა, მმართველი გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძემ  ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით.