გვიან გავიაზრეთ რა ხდებოდა სინამდვილეში, სანქციები მაშინ უნდა დაგვეწესებინა როცა უკრაინას ყირიმი წაართვეს – ჯონსონი

გვიან გავიაზრეთ რა ხდებოდა სინამდვილეში, სანქციები მაშინ უნდა დაგვეწესებინა როცა უკრაინას ყირიმი წაართვეს – ასე მიმართა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა, უკრაინის უმაღლეს რადას.

“ჩვენ, თქვენი მეგობრები თავდახრილები უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რაც 2014 წელს მოხდა, რადგან უკრაინაში მანამდეც შეიჭრნენ, მაშინ უკრაინისას ყირიმი წაართვეს, ახლა კი ომი დონბასში დაიწყო. ჩვენ ძალიან  გვიან გავიაზრეთ, რა ხდებოდა სინამდვილეში და ვერ მივიღეთ ერთობლივი სანქციები, რომლებიც მაშინ უნდა დაგვეწესებინა ვლადიმერ პუტინისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია გავიმეოროთ იგივე შეცდომა “, – განაცხადა ჯონსონმა.