ოთხშაბათი, 24 აპრილი , 2024, 19:15

გვიან ღამით ცუდად გავხდი – მამუკა ხაზარაძე ინფექციურში გადაიყვანეს

პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ  ის სოციალურ ქსელში წერს.

“გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა. ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ COVID-19-ის მკურნალობის კურსს”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი გუშინ, 18 ოქტომბერს დაუდასტურდა.