ახლა უნდა გავიაზროთ შემდეგი საკითხი:

1. უკრაინის მოგება ძალიან კარგი იქნება კი არა, წარმოუდგენელი ბედნიერება იქნება მათ შორის ჩვენთვის. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავარ მტერს ვნახავთ მუხლებზე დაგდებულს და განადგურებულს, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ჩვენ რამე დაგვიბრუნდება, საქართველო გაბრწყინდება და ა.შ. როგორც არ უნდა დამარცხდეს რუსეთი უკრაინაში, ის საკუთარი ნებით არც ცხინვალის რეგიონიდან აიკრეფს გუდანაბადს და არც აფხაზეთიდან. ამას სჭირდება საქართველოს მუდმივი ზეწოლა და ეს ზეწოლა უკვე დღეს უნდა ხდებოდეს. უკვე დღეს უნდა ჰქონდეს ყოველდღიური შიში რუსეთს, რომ ჩვენ შეიძლება აი ასე მოულოდნელად რაღაც ვქნათ და დედისტყვნა ავუწიოთ, მაგრამ ეს შეუძლებელია, არაგონივრულია, სულელურია, სიგიჟეა და კარგია რომ ამას არ ვაკეთებთ.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ მომენტის გამოსაყენებლად მნიშვნელოვანი იყო განვლილი ათი წელი გამოგვეყენებინა, განუხრელად გაზრდილიყო ჩვენი ეკონომიკა და განუხრელად გაზრდილიყო ჩვენი თავდაცვისუნარიანობა.

ამის ნაცვლად ჩვენ ბოლო ათი წელია საქართველოს ისტორიაში გვყავს ყველაზე უარესი, კორუმპირებული და არაკომპეტენტური ხელისუფლება, რაც კი ამ ქვეყანას ჰყოლია ოდესმე, რომლებმაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას დედა მოუტყნეს ბოლომდე და მთელი ათი წელი მთავარი უსაფრთხოების პოლიტიკა ჰქონდათ რუსეთის არ გაღიზიანება. შესაბამისად, ჩვენ თავდაცვისუნარიანობას მისხალი არ შემატებია.

ისტორიამ გვაჩუქა, მომენტი, რომელზე ოცნებაც კი შორეული ჩანდა, ჩვენი მთავარი მტერი, რამდენიმე თვეში შეიძლება ვნახოთ მუხლებზე დაგდებული და უკიდურესად დასუსტებული და ისეთი ყლეები ვართ, რომ ამ მომენტში მუხლებზე დაგდებული და დასუსტებული მტრისთვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენებაც არ შეგვიძლია ჩვენი კუთვნილის დასაბრუნებლად. უფრო მეტიც, როდესაც უკრაინა პირდაპირ სამხედრო გზით ათავისუფლებს საკუთარ მიწას, ჩვენ პარალელურად დიპლომატიურ ძალისხმევასაც არ ვეწევით, რომ 2008 წელი არ დაავიწყდეს სამყაროს და ხისტად ყველა პლატფორმაზე არ ვყვირით, რომ რუსეთს საქართველოდან ჰყავს ჯარი გასაყვანი.

ამ ისტორიულ მომენტს შევხვდით რუსი ოლიგარქის არაფორმალური მმართველობით და უბრალოდ პასიური მაყურებლის როლში ველოდებით რა მოხდება.

ძალიან კარგი იქნება უკრაინის გამარჯვება, უკრაინის ოკუპირებული მიწების გათავისუფლება, ჩვენზე წნეხი ალბათ ავტომატურად შემცირდება რუსეთიდან, მაგრამ თავისთავად არაფერი მოხდება. გვინდა ჩვენთანაც მოხდეს დეოკუპაცია? დასამხობია რუსი ოლიგარქი. როგორ? რა ვიცი საერთო ეროვნული დაუმორჩილებლობა, 150000-იანი აქცია რუსთაველზე ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ მოთხოვნით გააჯვას ივანიშვილმა თავისი მონებიანად ძალაუფლებიდან. მოკლედ ხელის გაუნძრევლად არაფერი მოვა, ბრძოლაა საჭირო, ეს ბრძოლა გვეზარება როგორც ჩანს და ჰა, ვზილოთ ეს ტალახი და ვისხდეთ.

ქართული კულტურის ფასი ნულია, სანამ ის თეა წულუკიანის უმსგავსობას ითმენს. რა ფასი აქვს იმ კულტურას, საკუთარი თავის დასაცავად პროტესტის ორგანიზება რომ არ შეუძლია?
ქართველი არტისტები პოლიტიკური მიმომხილველებივით მსჯელობენ, არა ბაზარი არაა ძმაო, მაგრამ ნაცები რომ მობრუნდნენ? რა შენი ტრაკის საქმეა ამაზე ფიქრი, შენი საქმეა პროტესტი და ბრაზი ძალაუფლების წინააღმდეგ მიმართო, მიუხედავად იმისა, ვინ ფლობს ამ ძალაუფლებას.
ჰოდა, ბუტაფორიად ვიქეცით მთელი ერი, ბუტაფორული სახელმწიფო გვაქვს, რომელიც ფუნქციური არ არის, ბუტაფორიული კულტურა გვაქვს, რომელიც თვითკმაყოფილია და დასავლური კულტურის ყალბ ასლებს აწარმოებს, საკუთარს კი ვერაფერს ქმნის, ვერანაირ მოძრაობას ვერ შობს, ლეღვის ფოთლია ქართული კულტურა, რომელსაც წინ და უკან ვიფარებთ, რომ იქნება და რამენაირად სხვებმა ჩვენში სიველურე ვერ დაინახონ.

ჰოდა, სანამ ეს ყველაფერი ასეა, ვიმსახურებთ ყველაფერს, ყველანაირ თავზე დაჯმას და გვეჯმევა კიდეც. სად გადის ის ზღვარი, როცა ასე თავზე დაჯმულ უღირს ყოფას ვეღარ მოვითმენთ და ვიტყვით, რომ ასე ყოფნას ნებისმიერი რამე სჯობს?

ეს ყველაფერი იმიტომ ვწერე, რომ ხალხი უკვე სოხუმში სეირნობს თავის წარმოსახვაში, ჰოდა ამასობაში იქ ბიჭვინთა ისე წაიღეს რუსებმა, არც კი ამოგვიკვნესია. აბა ომი გინდათ? ნელა იყავით, ემანდ რუსეთი არ შემოგვეღიზიანოს.

ტორესა მოსი–მწერალი