“გვიპირისპირდება სამი მთავარი მტერი – მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები“ – ვანო მერაბიშვილის ვიდეომიმართვა სამართალდამცავებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი წინასაარჩევნო ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ვანო მერაბიშვილი სამართალდამცავებს მიმართავს და  ამბობს, რომ პოლიციას ახლა სამი მთავარი მეტრი – მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები უპირისპირდება:

“ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში არის დღეები, რომელიც წყვეტს ძალიან ბევრს – მომავალს, პერსპექტივას, საშუალებას, შანსს. ეს არჩევნები ძალიან პრინციპულია, იმიტომ რომ ამ დღეს ჩვენ, სამართალდამცავებს გვიპირისპირდება ჩვენი სამი მთავარი მტერი – მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები.

ჩვენ ამ ერთ დღეს ან ივანიშვილი დაგვამარცხებს ამ სამი ინსტრუმენტით – მოისყიდის ქართველ ამომრჩეველს, კრიმინალები დააშინებენ ხალხს, რუსი აგენტები განსაზღვრავენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ან ჩვენ, ყველა ერთად დავიცავთ ჩვენი ხალხის ნებას და ვუზრუნველყოფთ, რომ საქართველოში აღარ დადგეს საფრთხე არც მოსყიდვის, არც კრიმინალის და არც იმის, რომ რუსეთმა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი“, – განაცხადა მერაბიშვილმა – ამბობს ვანო მერაბიშვილი ვიდეომიმართვაში.