გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა. იუსტიციის საბჭოში აცხადებენ, რომ დიმიტრი გვრიტიშვილმა კანდიდატურა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხსნა.

არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, რომ შეეჩერებინათ პროცესი, პარლამენტმა 12 ივლისს 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

ეს მოსამართლეები არიან:

  • გოჩა აბუსერიძე;
  • გიორგი გოგიაშვილი;
  • ლევან თევზაძე;
  • რევაზ ნადარია;
  • ბიძინა სტურუა;
  • ლაშა ქოჩიაშვილი;

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 3 კანდიდატს: ქეთევან მესხიშვილს, ეკა ზარნაძეს და გიორგი შავლიაშვილს.