გია გაჩეჩილაძე: გაიტანოს პოლიტიკური ნაგავი “ქართულმა ოცნებამ”!

მომღერალი გია გაჩეჩილაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, “პოლიტიკური ნაგავი” გაიტანოს.

“გაიტანონ ეს პოლიტიკური ნაგავი ქართულმა ოცნებამ, რისთვისაც აირჩია ხალხმა ის გააკეთონ რა. 8 წელიწადია ყელში ამოვიდა მაგათი ამბავიც, 5 კაცისთვის ვერ მიუხედავთ. დავიღალეთ რა. გაიყანა ქვეყანა, აღარ ჩანს ხვალინდელი დღე. გაიტანოს ნაგავი თუ შეუძლია, მაგრამ არ შეუძლია ეტყობა, 8 წლის განმავლობაში არაფერის გაკეთება მას არ შეუძლია”,– ამბობს “უცნობი” რუსთავი 2–ის ეთერში.

მისივე განცხადებით, აპირებს ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას, რომელიც “პოლიტიკურ ნაგავს” გაათრევს.

გაჩეჩილაძე ამტკიცებს, რომ ხვალ მის მიერ დაგეგმილი აქცია მიმართული იქნება როგორც ოპოზიციის, ისე ქართული ოცნების წინააღმდეგ.