გიგა ბოკერია დღითიდღე თბილისელ კობა ხაბაზად ყალიბდება – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია კობა ხაბაზად “ყალიბდება”.

მისივე თქმით, ბოკერია არის მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა გაანადგუროს ადამიანმა საკუთარი პარტია.

“გიგა ბოკერია ნამდვილად არ არის საინტერესო. გიგა ბოკერია არის ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა გააუბედუროს საკუთარი პარტია და ეს შეიძლება პოლიტტექნოლოგიების სასწავლო სახელმძღვანელოებში შევიტანოთ. დღითიდღე ბოკერია ყალიბდება თბილისელ კობა ხაბაზად”, – განაცხადა კალაძემ.