გიგი უგულავას “ნაცემი” ძიუდოისტი,ფეხბურთს თამაშობს, სასამართლოში კი არ ცხადდება

გიგი უგულავას “ნაცემი” ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი, რომელიც  სასამართლო პროცესებზე არ ცხადდება, მედიამ ფეხბურთის თამაშის დროს გადაიღო.  გავაშელიშვილმა მედიას უთხრა, რომ ავადმყოფობს, ფეხბურთის თამაში კი ექიმმა ურჩია.

“გარკვეული მიზეზი მქონდა და ვერ მოვედი. ადამიანი ვარ და მეც მაქვს რაღაც მიზეზები. ფეხბურთი არა, ცუდად ვარ და ცოტა ფორმაში მოვდივარ, დღეს დამრთო ექიმმა ნება ფეხბურთი მეთამაშა, გუშინ არა”. – თქვა გავაშელიშვილმა.

გავაშელიშვილი უკვე ორი სხდომაა სასამართლოში ჩვენების მისაცემად არ მიდის. უგულავაც და მისი ადვოკატიც დარწმუნებულია, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, რადგან  პროკურატურას არ სურს დაზარალებულმა სასამართლოს ჩვენება მისცეს.