გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა

გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით დაჯარიმდა.

ცნობისთვის, გიგი უგულავას კორონავირუსი 2021 წლის 7 ოქტომბერს დაუდასტურდა, ცოლო 14 ოქტომბერს, ის თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. გუშინ უგულავამ სოციალურ ქსელში „პისიარ“ ტესტის პასუხი გამოაქვეყნა რომელიც უარყოფითი იყო.