გიგი უგულავა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

“სანამ რიგგარეშე არჩევნები იქნება ეს საზიზღრობა პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს. ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას”, – წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ეთერში გავიდა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდების დასჯაზე საუბრობენ, ვინც ბერას ფეისბუქით შეურაცხყოფა მიაყენა.