გიგლა ბარამიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა

“ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალუმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ პარტია დატოვა. ის ამბობს, რომ მიზეზი არა სხვა პარტიაში წასვლა, არამედ მისი მოღვაწეობის ერთი ეტაპის დასრულებაა

“მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა, პარტია და გენერალური მდივნის თანამდებობა, ამის განსაკუთრებული მიზეზები არ უნდა მოვძებნოთ, ეს არის ჩემი ჩამოყალიბებული სურვილი, რა თქმა უნდა ამ დღეებში მქონდა მე საუბრები პარტიის თავმჯდომარესთან, ჩემს კოლეგებთან და მათ გავაცანი ჩემი მოსაზრება, რომ დასრულდა ჩემი მოღვაწეობის ერთი ეტაპი. არანაირ სხვაგან წასვლაზე, არ არის საუბარი, ეს ჩემი სტილი არ არის, მე დავტოვე იქ მეგობრები” , –ამბობს გიგლა ბარამიძე

პარტიაში ამბობენ, რომ ბარამიძის გადაწყვეტილების შესახებ იცოდნენ და ისინიც გამორიცხავენ, რომ გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

“ჩვენ ეს გადაწყვეტილება, ბატონ გიგლასთან ერთად მივიღეთ, ის არის ჩვენი მეგობარი, ნებისმიერი საუბარი დაპირისპირებაზე ზედმეტია, 8 წელი ვიბრძოდით ერთად, გადაწყვეტილება არ უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ის მიღებულია მისი ცხოვრების სხვა ეტაპზე გადასვლიდან გამომდინარე” , – ამბობს “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე