გინახავთ ერთი ქვეყანა მაინც, სადაც პატიმარი იძულებით გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში? – საძაგლიშვილი

ავთ სამკურნალო დაწესებულებაში და ამ ფორმით? – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

“იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა, რომ ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადავიყვანეთო. რეალურად, მოხდა სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში. გინახავთ ერთი ქვეყანა მაინც, სადაც ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პატიმარი, იძულებით გადაჰყავდეთ სამკურნალო დაწესებულებაში და იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს განხორციელდა?! – ეს არის არაჰუმანიზმის გამოვლინება და სიბოროტე, რასაც ხელისუფლება დიდი ხანია უკვე ავლენს. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრი შეეცადა, თითქოს ისინი კონსტრუქციულები არიან და მეორე მხარე დესტრუქციული მოქმედებებით და განცხადებებით გამოირჩევა, სრული აბსურდია. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, რომ საშუალება მიეცეს ალტერნატიულ კონსილიუმს შევიდეს მასთან, ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ არ შეასრულა მის მიერვე შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციები და ამ ფონზე, გვაქვს სრული ინფორმაციული ვაკუუმი“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.