გინდ შეულოცე, გინდ მგლის ქონი წაუსვი საარჩევნო ყუთებს, არაფერი გიშველის, ბიძინა – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, როგორც თვითონ, ისე ბიძინა ივანიშვილი, ერთნაირ უბედურებად წარმოაჩინონ და ამით უპირატესობა მოიპოვონ.

მისი თქმით, რაც არ უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, აღარაფერი უშველის და ცვლილებები საქართველოში მაინც დაიწყება.

“ამ გეგმას აკეთებენ – არც ქოცები, არც ნაცები. მიშაც ერთი უბედურებაა, ბიძინაც – აღარავინ მაგას არ ჭამს, დაგიძველდათ ხრიკები. ჩამოიყვანეთ ისევ ისრაელიდან ის ფსიქიურად დაავადებული მანიაკი პიარის გასაკეთებლად. პიარი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს მხოლოდ შავი. გინდა შავი პიარი აკეთეთ, გინდა ყვავის ნახარში სვით, გინდა მგლის ქონი წაუსვით საარჩევნო ყუთებს, გინდა უდუიზმი და სხვადასხვა ქვები რომ ჩამოაქვს ივანიშვილს – გინდა შეულოცე, ბიძინა, არაფერი აღარ გიშველის. იმიტომ რომ ქართველი ხალხის ნება სრულიად ნათელია, ჰაერში არის დიდი ცვლილებების განცდა, ეს ცვლილებები მოდის და ჩვენ ყველანი ამის მოწმე გავხდებით, მათ შორის ჩემი აქტიური მონაწილეობით”, – ამბობს სააკაშვილი ტვ პირველის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიო რადარებიდან გაუჩინარებულია, ამიტომ ამ არჩევნებზე ივანიშვილი უნდა დასრულდეს.

“საქართველო, როგორც ქვეყანა უკვე გაუჩინარებულია მსოფლიო რადარებიდან. ივანიშვილს სააკაშვილის გაუჩინარება უნდოდა მსოფლიო რადარებიდან, სააკაშვილი რადარიდან არის გამქრალიო, მე ძალიან ნათლად ვარ მსოფლიოს ყველა რადარზე, ხოლო საქართველო აღარაა მსოფლიო რადარზე. განსხვავებით ბევრი პროვინციელი პოლიტკოსისგან, ჩემთვის ჩემი ქვეყანა ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ჩემი მოკრძალებული პიროვნება […]

ვემზადებით არჩევნებისთვის, ამ არჩევნებზე ივანიშვილი უნდა დავასრულოთ, წერტილი უნდა დავუსვათ ამ უბედურებას და დავიწყოთ საქართველოს ხელახლა მშენებლობა. მეცინება, როდესაც ხალხი თანამდებობზე ლაპარაკობს, რა თანამდებობეს იყოფთ ხალხო?! ყველაფერი უკან მოგრჩებათ”,– თქვა სააკაშვილმა.