გინესის რეკორდების წიგნში ისტორიაში ყველაზე ნაადრევი მშობიარობა დაფიქსირდა

აშშ–ში, ალაბამას შტატში ოფიციალურად დარეგისტრირდა ისტორიის მანძილზე ყველაზე ნაადრევი მშობიარობა. კეტრის მინსი გასულ წელს, ფეხმძიმობის 21 კვირისა და 1 დღის  ვადაზე დაიბადა. მისი წონა 420 გრამი იყო.

ბიჭი ახლა უკვე წლის და 4 თვის არის, მაგრამ გინესის რეკორდების წიგნში მხოლოდ ახლა შეიყვანეს.

კეტრისი დედასთან და ექიმთან ერთად

როგორც წესი, ფეხმძიმობა 40 კვირას გრძელდება, კეტრისმა და მისმა დამ კი პრაქტიკულად დადგენილი ვადის ნახევარიც კი არ გაატარეს დედის მუცელში.

ბავშვები რეანიმაციაში მოათავსეს. გოგონა დაბადებიდან ერთ დღეში გარდაიცვალა. კეტრისს კი ექიმები გადარჩენის 1%–იან შანსსაც კი არ აძლევდნენ.იმას, რაც შემდეგ მოხდა ექიმები სასწაულს უწოდებენ.

სამი თვის შემდეგ ბიჭი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოხსნენ. წელს აპრილში კი საავადმყოფოდან გამოწერეს, სადაც 275 დღე გაატარა.

მედიკოსების თქმით, ამ ხნის მანძილზე დიდი სამუშაო გასწიეს,მათ შორის, ბავშვს, რომელიც თითქმის ერთი წელი მილით იკვებებოდა, დამოუკიდებლად ღეჭვა და ყლაპვა ასწავლეს.

ასე გამოიყურება კეტრისი ახლა

კეტრისს ჯერ კიდევ სჭირდება ჟანგბადით დახმარება და მილი კვებისთვის, თუმცა მთლიანობაში ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას დადებითად აფასებენ.

მანამდე ყველაზე ნაადრევად დაბადებული ბავშვის ტიტულის მფლობელი კეტრისის მაჩვენებლებს მხოლოდ 24 საათით ჩამორჩება. კეტრისის დაბადებამდე ვისკონსინის შტატში დაიბადა რიჩარდ ჰატჩინსონი, ფეხმძიმობის 21 კვირასა და 2–ე დღეზე.

მანამდე რეკორდსმენი 34 წლის მანძილზე კანადელი ბიჭი იყო, რომელმაც დედის მუცელში მხოლოდ 21 კვირა და 5 დღე გაატარა.

კეტრისის რეკორდი უკვე ოფიციალურად არის დარეგისტრირებული გინესის რეკორდების წიგნში