გიორგი გაბუნიას კორონავირუსი დაუდასტურდა

ჟურნალისტს და ტელეწამყვან, გიორგი გაბუნიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას  ”მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ადასტურებს. გვარამიას კომენტარს “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

„გიორგი გაბუნია ბოლო ეთერის შემდეგ სამსახურში აღარ მოსულა. მას სამწუხაროდ კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა, ამის მიუხედავად თავს კარგად გრძნობს. უსიმპტომო კორონა აქვს“განაცხადა  „პრაიმტაიმთან“ ნიკა გვარამიამ.