გიორგი გახარიას პარტიას ბათუმში ნაქირავებ ფართს ატოვებინებენ

ყოფილ პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” ბათუმში ნაქირავებ ფართს ატოვებინებენ. პარტიის, აჭარის რეგიონული ხელმძღვანელი, ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ ოფისი მათი გუნდის მხარდამჭერისგან ჰქონდათ ნაქირავები, თუმცა ფართის მეპატრონემ პოზიცია მოულოდნელად შეიცვალა.

“ჩვენ ამ ადამიანთან გუშინაც კი გვქონდა კომუნიკაცია და ეს ადამიანი ღიად აფიქსირებდა მხარდაჭერას ჩვენი გუნდისა და პარტიის მიმართ, ფაქტობრივად, მხოლოდ დღეს შეიცვალა მისი პოზიცია. მიზეზად კი დასახელდა იგივე ფაქტი, რომელიც მედიის საშუალებებით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სრული სიცრუე. ჩვენ მთელი რეგიონის მასშტაბით ვაპირებთ ძალიან ბევრი ოფისის გახსნას და, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანები ღიად გვიფიქსირებენ, რომ მიუხედავად მათი დიდი სურვილისა, მოგვაქირაონ ოფისი, ვერ ახერხებენ იმ დაშინებისა და შანტაჟის გამო, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება. ჩვენ აბსოლუტურად გვესმის მისი და თანავუგრძნობთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ მის აზრს და რთულ მდგომარეობას, ოფისს დავტოვებთ. ფაქტია, რომ ეს ქცევა ძალიან ჰგავს ნაციონალურ მოძრაობისას 2012 წელს და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ თუ როგორ სრულდება მსგავსი პროცესი.”. – თქვა მიქელაძემ.

პარტიამ საქართველოსთვის ბათუმში რეგიონული ოფისი 14 ივნისს გახსნა.