გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. PCR ტესტის პასუხი, რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია. შესაბამისად, გიორგი გახარია მუშაობას  ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

2 ნოემბერს გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გახარია 31 ოქტომბერს თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.