გიორგი ვაშაძე თუ ბოდიშს არ მოიხდის, დაიცინება მწარედ იმის გამო, რაც ჩაიდინა – ხვიჩია

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ის პოლიტიკოსები, ვინც ლაპარაკზე უარს ამბობენ, პოლიტიკაში აღარ იყვნენ.

მისივე განცხადებით, გიორგი ვაშაძე ამის გამო თუ ბოდიშს არ მოიხდის, “მწარედ დაიცინება”.

“მოუწევთ იმის ახსნა, რატომ აცხადებენ გუშინდელი პარტნიორები უარს ლაპარაკზე. ხელისუფლებაში რომ მოვიდეს ეს ოპოზიცია, მერეც ასე გააგრძელებენ, ქართული ოცნებასავით ჩაიკეტებიან და არ დაელაპარაკებიან ხალხს? ჩვენ ვიწვევთ [დებატებში]. ყველა ის ადამიანი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ლაპარაკზე აცხადებს უარს, ჩვენ მიგვაჩნია რომ პოლიტიკური შეცდომაა ასეთი ადამიანების პოლიტიკაში ყოფნა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი აღარ იყვნენ ქართულ პოლიტიკაში. გიორგი ვაშაძე დაიცინება მწარედ იმის გამო, რაც ჩაიდინა, თუ ბოდიშს არ მოიხდის. სხვებიც მიყვებიან, რომლებიც ასე მოიქცევიან”,– ამბობს ხვიჩია მთავარ არხთან საუბრისას.

ცნობისთვის, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს.