გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს

თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებული რამდენიმე აქტივისტი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ადასტურებს Tbilisi pride.

”რამდენიმე წუთის წინ შეგვატყობინეს, რომ გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს.  აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით. აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა ამ ჯგუფის წევრების აქტიურ დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს გეი ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტების და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია – ნათქვამია თბილისი პრაიდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, 3 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166 და 173 მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ვრცელდება გიორგი თაბაგარის დაკავების კადრები