გიორგი კაპანაძის ცოლის მანქანა გატეხეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი კაპანაძის  ცოლის მანქანა გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ, თავად გიორგი  კაპანაძე  სოციალურ ქსელში წერს და გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალასაც ურთავს. მანქანას ჩამტვრეული აქვს შუშა, ემჩნევა ანაბეჭდები და სისხლის კვალი. გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ მანქანის სალონი გაჩხრეკილია, ნივთები ამოყრილი.