გიორგი ლაფერაშვილი ფორმულას საინფორმაციო სამსახურის უფროსი აღარ იქნება

გიორგი ლაფერაშვილი ტელეკომპანია ფორმულას საინფორმაციო სამსახურის უფროსი აღარ იქნება.  ამის შესახებ მან ON.GE-სთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის ტელეკომპანიაში რჩება თუმცა  თოქ-შოუების მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას. თუ ვინ იქნება საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია, ლაფარეიშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ორშაბათს იქნება ცნობილი.

“ახლაც ფორმულაზე ვარ. ვგეგმავ ახალ თოქ-შოუებს, რომელიც ორშაბათიდან უნდა გავიდეს ეთერში. აქამდე არ გვქონდა თოქ-შოუების ერთიანი ხაზი, ძალიან ბევრი თოქ-შოუა და გადავერთე ამ მიმართულებაზე”, – განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.