გიორგი მუმლაძის საქმე: პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, გიორგი მუმლაძის პროცესი 14:00 საათზე დაიწყება.

პროკურატურა საპატიმრო გირაოს – 5 000 ლარს ითხოვს, მუმლაძეს კი თავდებში უნივერსიტეტის პროფესორები უდგებიან.

მოსამართლე რომან ხორავა იქნება.

“კადრებში ჩანს თუ რა ხდებოდა, როგორ ახრჩობდნენ, როგორ ძალადობდნენ გიორგიზე, იმის გამო, რომ ადამიანი არ დამხრჩვალიყო, ხელები დაკავებული ჰქონდა და ერთადერთი საშუალება რაც იყო უკბინაო რომ ამოესუნთქა ადამიანს, ამის გამო აკავებენ, ეს არის სრული აბსურდი”, – თქვა მუმლაძის ცოლმა, ლელა რობაქიშვილმა მთავარ არხთან საუბრისას.

აქტივისტი და ილიაუნის პროფესორი გიორგი მუმლაძე ქართულ ოცნებასთან გამართულ აქციაზე დააკავეს.