“გირჩი – მეტი თავისუფლება” 14 ოქტომბრის აქციას არ უერთდება – კობერიძე

ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” არ უერთდება ნაციონალური მოძრაობის მიერ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას.

მისი განმარტებით, ენმ-სთან კვლავ თანამშრომლებენ, თუმცა ეს აქცია მათი პარტიული დღის წესრიგის ნაწილია.

“ოფიციალურად “გირჩი – მეტი თავისუფლება” ამ აქციას არ უერთდება. ჩვენ ისევ ვთანამშრომლობთ, უბრალოდ ახლა ეს არის კონკრეტულად ერთი პარტიების მიერ დაორგანიზებული აქცია, მათი პოლიტიკური “აჯენდის” ნაწილია. ჩვენ პარტნიორები ვართ, თუმცა ჩვენთან არავის შეუთანხმებია, მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვა, პოლიტიკური სიტუაცია როგორ იქნებოდა”,- ამბობს კობერიძე.

ცნობისთვის, აღნიშნულ აქციას არ უერთდება ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, მათ შორის, ლელო, ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი. პარტიებში ამბობენ, რომ შესაძლოა, მათი მხარდამჭერების ნაწილი აქციაზე მივიდნენ.