გლდანში კორპუსის გაზგაყვანილობის სისტემაში წყალი შეუშვეს

კომპანია თბილისი ენერჯის ინფორმაციით გლდანში ერთ–ერთმა აბონენტმა წყლის გამათბობელი არასწორად დაამონტაჟა და წყალი მთელი კორპუსის გაზგაყვანილობის სისტემაში შეუშვა:

“კიდევ ერთი უყურადღებობის ამბავი, რის გამოც ამ სუსხიან ღამეში გაზის გარეშე 32 აბონენტი დარჩა.

გლდანში, მესამე მიკრო რაიონის მე-5 კორპუსის მცხოვრებლები ამ ღამეს სუსხიან ღამეს გაზის გარეშე დარჩნენ. მიზეზი მათი მეზობლის დაუდევრობაა, რომელმაც შემთხვევით, ან არაპროფესიონალი ხელოსნის წყალობით, წყლის გამათბობელი (ე.წ. კალონკა) არასწორად დაამონტაჟა და წყალი მთელი კორპუსის გაზგაყვანილობის სისტემაში შეუშვა. ხვალამდე კორპუსის მცხოვრებლებს გაზის გარეშე მოუწევს ყოფნა, რადგან ჩართვამდე სრულად უნდა გამოიდევნოს წყალი კორპუსის გაზის მილებიდან.

ნუ ანდობთ არაპროფესიონალებს წყლის გამაცხელებლების და გაზის გამათბობლების მონტაჟს. ეს საშიშია.“– ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.