დღეიდან თბილისის სამ უბანში, გლდანში, მუხიანსა და ვარკეთილში, ასევე ქალაქ სენაკში გაზის 8.4 თეთრით გაძვირდება. გადაწყვეტილება სემეკმა 28 ივნისის საჯარო სხდომაზე მიიღო. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ კომპანიებს ტარიფები დაუკორექტირდათ.
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის – შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი“ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების კორექტირებული ტარიფები ძალაში 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
ტარიფების კორექცია შეეხო: სს ენერგოკავშირს, შპს ვარკეთილაირს და შპს გასკოს.
- შპს ვარკეთილაირი ოპერირებს ვარკეთილში და ემსახურება 16 000-მდე აბონენტს;
- სს ენერგოკავშირი ოპერირებს გლდანსა და მუხიანში და ემსახურება 12 000-მდე აბონენტს;
- შპს გასკო + ოპერირებს ქალაქ სენაკში და ემსახურება 9 000-მდე აბონენტს.
2021 წლის პირველი ივლისიდან ტარიფები შეიცვლება:
- შპს ვარკეთილაირი: ზრდა 48.6 თეთრიდან 57.0 თეთრამდე, ცვლილება: +8.4 თეთრი;
- სს ენერგოკავშირი: ზრდა 49.4 თეთრიდან 57.7 თეთრამდე, ცვლილება: +8.4 თეთრი;
- შპს გასკო +: ზრდა 48.3 თეთრიდან 53.3 თეთრამდე, ცვლილება: + 5 თეთრი.