გლდანში ნიკა მელიას ოფისი დაწვეს

გლდანში “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას, ოფისის დაწვა სცადეს.

“მთავარი არხის” ინფომრაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დამნაშავეებიის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშობენ.

მელიას შტაბის ხელმძღვანელის თქმით, მათ ოფისში ხანძრის შესახებ გამთენიისას, დილის 6 საათისთვის შეიტყვეს. ადგილზე მისვლისას კი ნახეს, რომ შუშები ორი ქვით იყო ჩამსხვრეული, საიდანაც ოფისში ბენზინის ორი ბოთლი შეაგდეს. მისი თქმით, ოფისის მთლიანად დაწვა იგეგმებოდა, თუმცა ვერ მოასწრეს, რადგან ცეცხლი მეხანძრეებმა ჩააქრეს.