გოგა ხაინდრავას ფილმს 100 ათასი ლარით აფინანსებენ

რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის გადასაღებად აფხაზეთის ა.რ.-ის ბიუჯეტიდან 100 000 ლარით დააფინანსებენ. მინისტრმა ნიჟარაძემ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და ფილმს მუჰაჯირებზე გადაიღებენ.

„განხორციელდეს შპს კინო და ღვინოს პროექტის დოკუმენტური ფილმის „მუჰაჯირების ციკლიდან“ გადასაღებად, საჭირო საქონელი და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვით 100 000 ლარის ოდენობით“ – ნათქვამია განკარგულებაში, რომესაც თან ნიჟარაძის ხელმოწერა ახლავს.

ცნობილია, რომ 100 ათასი ლარის გამოყოფის ბრძანებას მინისტრმა ხელი 13 აგვისტოს მოაწერა, შპს კინო და ღვინოს დირექტორმა ხაინდრავამ კი ფული 7 აგვისტოს მიიღო.

რატომ მიიღო ხაინდრავამ ბრძანებაზე ხელმოწერამდე 5 დღით ადრე თანხა, ამ კითხვაზე მინისტრი აცხადებს, რომ ეს მას არ ეხება და ვინ გამოიყენებს გამოყოფილ ფულს ფილმის გადასაღებად ამას კომისია ადგენს.