გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო

გოგი წულაიას  მეგობრის, ლევან ჟღენტის ინფორმაციით, წულაიამ,  პროტესტის უკიდურეს ფორმას,  წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად შიმშილობას მიმართა. პოლიტიკოსის განმარტებით, მას აღნიშნული ქალი მიუგზავნეს და პროვოკაციას წამოეგო.

“ბატონმა გოგიმ შიმშილობა დაიწყო, მას სურს მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ბოდიში მაგრამ ქუთაისიდან თბილისში სამი დღე, რომ წაყვა რა ეგონა, ჭადრაკის სათამაშოდ მიჰყავდა?!”-ლევან ჟღენტმა.

​გოგი წულაიას ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. გოგი წულაიას ალკოტესტი გუშინ, 17 მარტს ჩაუტარდა, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.