გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა

პოლიტიკოსს, გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა. მისი ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, 116-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გოგი წულაია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თვლის, რომ მისი წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, მან დღეს დილიდან, პროტესტის უკდიურეს ფორმას შიმშილობას მიმართა. ადვოკატის თქმით, წულაიას ნასვამობა ალკოტესტმა არ დაადასტურა.