გოგი წულაია ლოყაზე კოცნის გამოა დაკავებული – ვალერი გელბახიანი

“გოგი წულაია ლოყაზე კოცნის გამოა დაკავებული”-  დაკავებული გოგი წულაიას ადვოკატის თქმით, წულაიამ დაზარალებულს „ლოყაზე აკოცა“, რის გამოც ბოდიშს უხდის.გელბახიანი აცხადებს, რომ  სწორედ ლოყაზე კოცნის შესახებ საუბრობს წულაია იმ ვიდეოჩანაწერში, რაც პროკურატურას მტკიცებულების სახით გააჩნია.

„გამოქვეყნდება ვიდეოჩანაწერი და დარწმუნდებით ყველანი, რომ სექსუალურ მოტივაციაზე საერთოდ არ არის საუბარი. წულაია ქალბატონს ბოდიშს ძალადობის გამო არ უხდის, ბოდიშს უხდის კოცნის გამო, რომ ლოყაზე აკოცა და ამის გამოა დაჭერილი. პროცესზე თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომ მან გააკეთა განცხადებები ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის მიმართ, რაზეც იყო პასუხი, რომ დედის შეგინებას არავის აპატიებდა”, – განაცხადა გელბახიანმა.