გომელაურმა ხელფასის სახით 691 000 ლარი მიიღო, ღარიბაშვილმა 162 000 – ფლანგვის დეტექტორი

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა ჯამში ბიუჯეტიდან ხელფასის სახით 691 ათასი ლარი აიღო, ღარიბაშვილმა კი 162 ათასი ლარი.

“ვახტანგ გომელაური ბიძინა ივანიშვილის დაცვაში მუშაობდა, ირაკლი ღარიბაშვილს კი მის კომპანიებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორივე პირი საჯარო თანამდებობებზე დაინიშნა.

გადასახადების გადამხდელებმა ვახტანგ გომელაურს საჯარო სამსახურში ხელფასად 691 ათასი ლარი გადაუხადეს, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილს 162 ათასი”,– წერია არასამთავრობო ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.