“გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ მათგან [ენმ-სგან] პოზიტიურს არაფერს ველოდები, რადგან მათი მთავარი მიზანია, ქვეყანაში იყოს არეულობა. ისინი არავის არაფერს არ აცდიან და მათ შორის, 2012 წლიდან, რაც მე პოლიტიკაში ვარ და პარლამენტში მუშაობა მიწევს, სულ მახსოვს მათი ხელის შეშლა. სულ მახსოვს, რომ არაფერი არ მოსწონთ და მოსაწონაც კი იწუნებენ. გორის ჰოსპიტალიც კი დაიწუნეს, უბრალოდ, მერე სხვა გზა არ ჰქონდათ, თორემ თავიდან იწუნებდნენ ამ კლინიკას, რომელიც არის მაღალი რეპუტაციის, არის საკმაოდ კარგად აღჭურვილი და იქ მომუშავე მედპერსონალი საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციისაა. მათი მიზანი არის დესტრუქცია და მხოლოდ დესტრუქცია, რომ სუნთქვის საშუალება არ მისცენ არავის, არც საზოგადოებას, არც ქვეყანას და არც ხელისუფლებას, რომ ქვეყანას, რაც შეიძლება, დიდი ზიანი მიადგეს”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. ცნობისთვის, 19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.