გორში გაზგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა

გორში, კომბინატის დასახლებაში გაზგასამართ სადგურს ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

დაშავებული მამაკაცები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.