გორში მამუკა ჩხიკავძის გათავისუფლების მოთხოვნით ყოფილმა სამხედროებმა აქცია გამართეს

24 დღე მამუკა ჩხიკვაძის გატაცებიდან – გორში მამუკა ჩხიკავძის გათავისუფლების მოთხოვნით ყოფილმა სამხედროებმა აქცია გამართეს.  სამხედროები აცხადებენ, რომ ის  სავარაუდოდ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა გორის ცენტრალური მოედნიდან სუს-ის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

“ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავას ინფორმაციით სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს, ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ვადები 4 იანვრამდე განუსაზღვრა თუმცა რუსეთმა ამ ვადის კიდევ 20 დღით გახანგრძლივება ითხოვა.

საქართველოს 5 მოქალაქე  ცხინვალის იზოლატორში, კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება.