გორში ურთიერეთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 33 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანა და მას  გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

კლინიკის ინფორმაციით, კაცს ჭრილობა მხრის მიდამოში აქვს, დაზიანებულია ვენა და არტერია, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ჯერჯერობით მომხდარ ფაქტზე სხვა დეტალები უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო.