გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული – დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს განცხადება არ ყოფილა პარტიის პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული.

“გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია.

სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს..

ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ.

ოფიციალური პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე…”,- აცხადება დეკანოიძე.

ცნობისთვის, დღეს გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, ქუჩიდან პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ.