გუდაურში სრიალისას მოქალაქე თოვლის მასაში მოყვა და გარდაიცვალა

გუდაურში, თოვლის მასაში მოყოლილი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.  როგორც უწყებაში განმარტავენ, 112-ზე მიიღეს ინფორმაცია, რომ გუდაურის მიმდებარედ მოქალაქე სრიალებდა გაუკვალავ თოვლში და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას.

“ახლობლების მიერ მითითებულ ადგილზე მაშველებმა იპოვნეს რამდენიმე მცირე ზომის ზვავი და დაიწყეს საძიებო სამუშაოები სამსახურის კინოლოგებთან ერთად. პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ სამთო კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები”, — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.