გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

საზოგადოებრივი მაუწყებელის ინფორმაციით, მწერალ გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს, მისივე სურვილის მიხედვით საბურთალოს სასაფლაოზე შვილის, ირაკლი დოჩანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს დაიბადა. ის 82 წლის ასაკში,3 აპრილს გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა 2 აპრილს დამძიმდა.