გურამ კაშია და ჯაბა კანკავა კარიერას ბრატისლავის “სლოვანში” გააგრძელებენ

ფოტო : ŠK Slovan Bratislava

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონ ბრატისლავას “სლოვანში”  გააგრძელებენ. აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ბრატისლავას “სლოვანის” მწვრთნელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, რომელიც ჩვენს ნაკრებს 2016 წლიდან 2020 წლამდე წვრთნიდა.

როგორც, ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, კანკავასა და კაშიას დიდი გამოცდილება აქვთ და  ბოლომდე ენდობა.

გურამ კაშია, თბილისის ლოკომოტივში თამაშობდა ხოლო ჯაბა კანკავა კი ფრანგული კლუბის, ვალენსიენის მოთამაშე იყო.