გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება – აქტივისტები ეფექტურ გამოძიებას მოითხოვენ

გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება – საქმე ეხება დედაენის ბაღში ლგბტქი აქტივისტებზე და მათ მიერ აღმართულ ინსტალაციაზე ძალადობრივი თავდასხმის საქმეს. რამდენიმე საათის წინ,  ჰომოფობიური და ქსენოფობიური მოძრაობის ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი დედაენის ბაღში ლგბტქ აქტივისტების ფერადი კაბინა წარწერით – welcome to the closet, დაარბია და თავს დაესხა ერთ-ერთ აქტივისტს.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Tbilisi Pride-მა გაავრცელა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდა.