გურჯაანში კაცმა ცოლზე იძალადა, რა დროსაც 8 თვის ჩვილმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა

გურჯაანში ქმარმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც 8 თვის ჩვილი გარდაიცვალა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი – 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ჩვილი ხელში ეკავა, რა დროსაც ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბავშვის ცხედარს ამ წუთებში სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება, რის შედეგადაც გახდება ცნობილი, კონკრეტულად რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება.

ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ ოჯახში ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი მუდმივად იყო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.