“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გუშინ რაც ქვეყანაში მოხდა, კატასტროფა იყო.
“კატასატროფა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ამ ქვეყანაში მართლა უნდა ცხოვრება. ეს იყო კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს ხელისუფლებამ და საპატრიარქომ. ეს არის სიბნელე, რომელიც აფერხებს ამ ქვეყნის წინსვლას, სიბნელე, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით კლავს ჩვენი შვილების მომავალს”,– ამბობს ის.
ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ თუ საზოგადოება ხმას არ ამოიღებს, პუტინისტური, მოძალადე ჯგუფები ნებისმიერ დროს “თავში ჩაარტყამენ”.
“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია მოგწონთ, ჯაფარა მოგწონთ, ყველაფერი არის ბოდვა. ტყუილია, რომ ისინი ლგბტ ხალხის წინააღმდეგ იყვნენ გამოსული. ეს ხალხი არიან ბნელები, ზომბების მასა, რომელიც გამოზარდეს იმისთვის, რომ ასეთ მომენტებში გამოიყენონ. ესენი არჩევნების მერეც ამათ გამოიყენებენ და ისევ თავში ჩაგარტყამენ, თუ ხმას არ ამოიღებ. უფლებები არსებობს მარტო ადამიანების საზოგადოებაში და არა ცხოველების საზოგადოებაში”,– აცხადებს ზურა ჯაფარიძე.
ის მოუწოდებს საზოგადოებას, დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ გავიდნენ.