“დაავალე მიშას” – ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კამპანიას იწყებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ პარტია ახალ საარჩევნო კამპანიას იწყებს სახელწოდებით  – “დაავალე მიშას”.

“დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას – “დაავალე მიშას”, რაც გულისხმობს შემდეგს: ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ნაციონალური მოძრაობისგან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და ასევე უმნიშვნელოვანესია რა მოლოდინი გაქვთ უშუალოდ ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატისგან და ამიტომ ჩვენი მაჟორიტარები შემოივლიან ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, ყველა რაიონს. უშუალოდ თქვენგან მიიღებენ დავალებებს, რომლებიც უნდა გადაიჭრას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ”,- ამბობს ზალიკო უდუმაშვილი პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ეს დავალებები მიხეილ სააკაშვილს გადაცემა, რის შემდეგაც ის იტყვის, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები.

“ველით თქვენგან დავალებებს”,- აღნიშნავს უდუმაშვილი.