დაბრალებებს არ ვიყოთ, რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ – პაპუაშვილი

ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ თინა ბოკუჩავაზე არ უძალადია.

“დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? ძალადობა ის იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში. ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე.

ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები. სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ. თინასთან ვწუხვარ”,– წერს პაპუაშვილი.

ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს თინა ბოკუჩავა პარლამენტის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით ეთიკის საბჭოს მიმართავს.