დაბრუნების უფლება არ უნდა მივცეთ ძალას, რომელიც ებრძვის ეკლესიას – ყაველაშვილი

გლდანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს, დაბრუნების უფლება რა მისცენ ძალას, რომელიც, მისი თქმით, “ებრძვის ეკლესას, ოჯახებს”.

“ალტერნატივა როცა არ ჰყავს გუნდს, მისი კონკურენტი არის ის გამოწვევები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. აუცილებელია აქტიურობა, რომ ხალხის მხარდაჭერით ეს პროექტები გაგრძელდეს და განხორციელდეს და აუცილებელია მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს ქართულ ოცნებას და ეს უნდა დაფიქსირდეს, როდესაც ჩვენი მრავალრიცხვოვანი ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთებთან. სამ დღეში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები.

ერთად ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ერთობით კვლავ მივცეთ ლეგიტიმაცია იმ მნიშვნელოვან პროექტებსა და ძვრებს, რაც გვაქვს გაცხადებული. იმ ძალას, რომელიც ებრძვის ეკლესიას, ებრძვის ჩვენს ოჯახებს, ებრძვის ღირებულებებს, რომელზეც დგას მთელი ჩვენი ისტორია და ტრადიციები, შეუძლებელია მივცეთ უფლება, რომ რაიმე სახით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში”,– ამბობს ყაველაშვილი.

საპარალემენტო არჩევნები 3 დღეში, 31 ოქტომბერს გაიმართება.