“დაგმდუღრავ. რატომ არ გადახტი ფანჯრიდან?”-ბრალდებულის მუქარა დაღუპულ ყაზახ გოგოს

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომლის სავარაუდო მუქარის შემდეგაც 26 წლის ქალმა თავი მოიკლა.ბ.თ-ს ბრალად გაუპატიურება და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. საქმე ეხება შემთხვევას, როცა 26 წლის ქალი, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევა მე-8 სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა.  გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი, ასელ აიტპაევამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თავის მეგობარს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, საიდანაც ირკვევა, როგორ ემუქრება მას ბრალდებული ბესიკ თოდუა.

თბილისში დაღუპული ყაზახი გოგონას ნათესავებს გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა და ვარაუდობენ, რომ 26 წლის ასელ აიპაევა ჯერ გააუპატიურეს შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.

ამ ვერსიას მათთვის ის ხმოვანი შეტყობინება ამყარებს, რომელიც გოგონამ ერთ-ერთ ნათესავს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გაუგზავნა.